War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

"ხელოვნურმა ინტელექტმაც კი იცის, რომ კანონი რუსულია" - სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები

ნახვები: 555 "ხელოვნურმა ინტელექტმაც კი იცის, რომ კანონი რუსულია" - სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები

სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები "რუსული კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას უერთდებიან. ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მიმართვასაც ავრცელებენ.

"სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები გამოვხატავთ შეშფოთებას იმის გამო, თუ როგორ იცვლის საქართველო დასავლურ კურსს, ეწინააღმდეგება პარტნიორობას ევროპულ ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროატლანტიკური და ამის მისაღწევად საჭიროა თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, რომელიც ვითარდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მუდმივი დახმარებით.

როგორც აღნიშნავენ ევროპარლამენტარები და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ე.წ. “უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი ემსახურება კრიტიკული ხმების ჩახშობას და მიზნად ისახავს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას. აშშ-ს, ისევე როგორც ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, ეს კანონი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დასავლურ ტრაექტორიას.

კალიფორნიაში, სილიკონის ველზე მცხოვრები ქართველები მუდმივად ვცდილობთ, არ დავკარგოთ კავშირი საქართველოსთან, ჩავერთოთ საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ პროექტებში, დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს უკეთესი სახელმწიფოს შენებაში. ჩვენთვის მიუღებელია ისეთი კანონების მიღება, რომელიც საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან და გაგვაწყვეტინებს კავშირს მსოფლიოს ტექნოლოგიურ ცენტრებთან.

მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ გაიწვიოს კანონი და ნუ ეცდება საზოგადოების პოლარიზაციას არჩევნებამდე რუსული ტიპის კანონპროექტების ინიცირებით", - ნათქვამია მიმართვაში.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა