War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს
ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს

ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად

ნახვები: 535 ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად

რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პეკინში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება „ქმედებებზე, რომლებსაც ჩინური კომპანიები ახორციელებენ რუსული თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერისთვის“.

„ეს არა მხოლოდ უშუალო საფრთხეს ეხება, რომელსაც რუსეთი და უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია წარმოადგენს. საუბარია საშუალო და გრძელვადიან საფრთხეზე, რომელსაც ბევრი ევროპელი ინტუიციურად გრძნობს, რომელსაც რუსეთი მათთვის პოტენციურად წარმოადგენს“, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით აშშ და ევროპელი პარტნიორები პეკინისგან ელიან ნაბიჯებს, რომლებიც ასეთი დახმარების შეკავებისკენ იქნება მიმართული.

„ჩვენ ასევე, როგორც უკვე ვთქვი, განვიხილავთ ქმედებებს, რომლებიც სრულიად მზად ვართ განვახორციელოთ, თუ ცვლილებებს არ დავინახავთ. აშშ-ის შემთხვევაში ჩვენ უკვე შემოვიღეთ სანქციები ასზე მეტი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, საექსპორტო კონტროლი და მსგავსი და სრულიად მზად ვართ ვიმოქმედოთ, მივიღოთ დამატებითი ზომები. ეს ძალიან მკაფიო გავხადე დღევანდელი შეხვედრების დროს“, - განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენმა შეხვედრები გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან, და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვან სიაოჰუნთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა