War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს
ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს

გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში

ნახვები: 535 გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, არავის სჯერა ისეთი რეზოლუციის, რომელიც სიმართლეს არ ეყრდნობა.

„გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუცია სააკაშვილის ვითომ წამებაზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გააქარწყლა. მან თქვა, რომ სააკაშვილს სასიკვდილო არაფერი სჭირს და სასჯელი უნდა მოიხადოს. ასევე, გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუცია კეზერაშვილის მედია მენეჯერობაზე, რომელიც ევროპის სააგენტოებმა გააქარწყლეს და მას თაღლითობაში ბრალი წაუყენეს. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. არავის სჯერა ისეთი რეზოლუციის, რომელიც სიმართლეს არ ეყრდნობა. საქართველო ევროატლანტიკური სივრცის გზაზე დგას და სუვერენიტეტის შენარჩუნება რომ გვინდა, ეს სწორედ ევროპული ღირებულებაა, რასაც ევროპარლამენტის ვერცერთი რეზოლუცია ვერაფერს დააკლებს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს. რეზოლუციის პროექტს დღეს უნდა უყარონ კენჭი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა