War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ალექსანდრე კრევო-ასათიანი - ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები

ნახვები: 555 ალექსანდრე კრევო-ასათიანი - ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები

ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მაგრამ ამის ნაცვლად, გვთავაზობენ მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს. ირაკლი კობახიძე გერმანიაში მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკის მოსასმენად იყო ჩასული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო დღეს უფრო და უფრო იზოლირებული ხდება "ქართული ოცნების" პირობებში.

„წესით, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმოგზაუროს გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, მთელ დასავლეთში იმისთვის, რომ ჩამოიტანოს აქ ინვესტიციები და საქართველოში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ამის ნაცვლად კი, პოლიტიკურ კრიზისში ვართ ჩავარდნილი და კობახიძემ ბერლინში ოლაფ შოლცისგან მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა მიიღო. ივანიშვილის პარტიამ ან არ იცის ქვეყნის მართვა, ან კიდე მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ საქართველო იყოს მხოლოდ და მხოლოდ კრიზისში“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა