ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ შეეძლო 70%-ზე მეტიც დაეწერა, ვერ ვხვდები, საკუთარი თავისთვის რატომ იწუწკეს, მაგრამ „ქოცები“ მორიდებული ხალხია

ნახვები: 553 იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ შეეძლო 70%-ზე მეტიც დაეწერა, ვერ ვხვდები, საკუთარი თავისთვის რატომ იწუწკეს, მაგრამ „ქოცები“ მორიდებული ხალხია

“ქართულ ოცნებას” მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ ამ კანონის შემოტანისთვის, რადგან მან გამოაცოცხლა ქართული საზოგადოება - ამ ქვეყანაში აშშ-ის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ დაწყებული ბრძოლა შეცდომაა, რომელიც ოპოზიციამ საფუძვლიანად უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების ვალდებულებაა, დაინახოს, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და 26 ოქტომბერს შესაბამისად მოიქცეს.

“თუ რამე შეძლებდა ჩვენს გამოცოცხლებას წინასაარჩევნოდ, იყო ის გარემოება, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ომს უცხადებს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენი, ქართველი ხალხის ვალდებულებაა გამოვფხიზლდეთ, შევხედოთ, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით და შესაბამისად მოვიქცეთ 26 ოქტომბერს”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ხვიჩია გამოეხმაურა “გორბის” კვლევის შედეგებს, სადაც “ქართულ ოცნებას” 60%-იანი მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, მმართველ პარტიას საკუთარი თავისთვის 70%-მეტის დაწერაც შეეძლო, მაგრამ “მორიდებული ხალხია”.

“ვერ ვხვდები, რატომ იწუწკეს საკუთარი თავის წინაშე, 70%-ზე მეტიც რომ დაეწერათ, რა პრობლემა იქნებოდა, მაგრამ მორიდებული და მოკრძალებული ხალხია “ქოცები”. 60%-ს ზემოთ არ ადიან. ჩვენც მადლობლები ვართ, 40%-ით მოგვიმატეს წინა კვლევასთან შედარებით. ვინ ასრულებდა, ვინ იჯდა კომპიუტერთან არ ვიცი, მაგრამ - ყოჩაღ!”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა