War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

უკრაინას აქვს დრონები, რომლებისაც შეუძლიათ 1000 კმ-ზე მეტი იფრინონ - უკრაინის ვიცე პრემიერი

ნახვები: 555 უკრაინას აქვს დრონები, რომლებისაც შეუძლიათ 1000 კმ-ზე მეტი იფრინონ - უკრაინის ვიცე პრემიერი

უკრაინამ მოახერხა, 2024 წელს შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება გასულ წელთან შედარებით ათჯერ გაეზარდა, ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა. 

„დრონების უმეტესობას, რომლებიც თავს დაესხნენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, 700-დან 1 000 კილომეტრამდე მოქმედების მანძილი აქვთ, მაგრამ ახლა არის მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ 1 000 კილომეტრზე მეტი იფრინონ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, შედეგი დრონების განვითარებაზეა დამოკიდებული. ის პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების პირველი პროტოტიპები ბრძოლის ველზე მცირე რაოდენობით 2024 წლის ბოლოს გამოჩნდება.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ იმარჯვებს ტექნოლოგიურ ომში.

„თუმცა, ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ იგებს ტექნოლოგიურ ომს - ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვიმარჯვებთ, ზოგიერთში კი რუსები ჩვენზე მაღლა დგანან“, - აღნიშნა ფედოროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა