ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი

ნახვები: 534 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი

არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა. ყველამ, 85 მილიონმა ადამიანმა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მოიგო საარჩევნო მარათონი და თურქეთი არის გამარჯვებული“, – განაცხადა ერდოღანმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რომელიც სურდა და რომლის იმედიც ჰქონდა.

„არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი. ამ გამარჯვებაში დამარცხებული არ არის“,-განაცხადა ერდოღანმა.

ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტია –  „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32 პროცენტით ლიდერობს, ხოლო რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% დააგროვა.

არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა