მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones

„ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული

23.03.2024 ნახვები: 524

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული.

აღსანიშნავია, რომ ფოტოზე მათ სახეები ნიღბებით აქვთ დამალული.

ფოტო ტელეგრამში გავრცელდა.

ამასთან, გუშინ სხვადასხვა მედიამ სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თავდამსხმელთა ლიდერმა გაქცევა შეძლო. როგორც მსოფლიო მედია წერს, ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სოციალური ქსელის ანგარიში დაჯგუფების ოფიციალურ წარმომადგენლობას. „ბიბისის“ ცნობით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ადრეც არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა იმ თავდასხმებზე, რომელთანაც რეალურად კავშირი არ ჰქონია.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. 24 მარტი რუსეთში  საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა