მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones

თინა ბოკუჩავა - მაშინ, როდესაც ადამიანები გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას ეძახის

23.03.2024 ნახვები: 517

მაშინ, როდესაც ადამიანები გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას და გამოგონილს ეძახის. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პარტიამ იზრუნოს ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, ისინი ამ პრობლემების გადაფარვას პროვოკაციებით ცდილობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, „პროვოკაციებით ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტია ვერც მის წარუმატებლობას ევროპაში და ვერც წარუმატებლობას საქართველოში“.

„მაშინ, როდესაც გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში მიდის, ივანიშვილის პარტიის წევრები გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები სამოგზაუროდ არიან წასულები და მათ გამოგონილს ეძახიან. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები და მათი პრობლემები უხილავი არიან ივანიშვილის პარტიისთვის, გუშინ მინისტრის საათზე მე გავაჟღერე რამდენიმე ემიგრანტის ხმა პარლამენტში, რომ თავად ივანიშვილის პარტიის წევრებმა მოისმინონ იძულებით ემიგრაციაში მყოფი მძიმე ისტორიები. მას შემდეგ მივიღე არაერთი ვიდეო, არაერთი გზავნილი, არაერთი შეტყობინება სხვა ემიგრანტების მხრიდან, რომლებიც ჰყვებიან ძალიან მძიმე ისტორიებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წავიდნენ საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო და ისინი ივანიშვილის პარტიას კიდევ ერთხელ ეუბნებიან, რომ სამოგზაუროდ ნამდვილად არ არიან წასულები.

რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს პარლამენტში, გამოგონილ რეზოლუციას, მხოლოდ ამას გეტყვით - პროვოკაციებით ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტია ვერც მის წარუმატებლობას ევროპაში და ვერც წარუმატებლობას საქართველოში, სადაც გაზრდილ ფასებს უმუშევრობას ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე სწორედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იძულებით ემიგრაციაში გაურბის. აქედან 70 პროცენტი არის ქალი, მათ შორის ძალიან ბევრი დედა, რომელსაც უწევს შვილების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების საქართველოში დატოვება იმისთვის, რომ მათ სიღარიბეში არ იცხოვრონ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენც შეძლებთ გააჟღეროთ ამ ადამიანების ხმა ტელევიზიით, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ, გაიგონ მათი ხმა და მათ ხმას ნამდვილად ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტიის პროპაგანდა. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაჭრას ხალხის პრობლემები, ისინი ცდილობენ ხალხის პრობლემების გადაფარვას გამოგონილი რეზოლუციით და გუშინდელი პროვოკაციით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში და მათივე დადგმით აეროპორტში, არის სწორედ ამის მორიგი მაგალითი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, როდესაც ჩვენ ვაჟღერებთ ადამიანების ისტორიებს, რომელიც გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში საქართველოდან მიდიან იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ, იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები გადაჭრან, ისინი ცდილობენ ამ პრობლემების გადაფარვას, მათ შორის, იმგვარი პროვოკაციებით, რომელიც ჩვენ გუშინ პარლამენტში ვიხილეთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა