აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

მიხეილ ყაველაშვილი გიორგი ვაშაძეს - უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!

ნახვები: 551 მიხეილ ყაველაშვილი გიორგი ვაშაძეს - უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!

არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო- მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ! - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს, ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები. ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია აღმაშენებლის“დეპუტატებს - გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძესაც და მათ „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო... იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ“, მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ყაველაშვილი, ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა