აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

შალვა პაპუაშვილი - როგორც საქართველო, ასევე აშშ დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში

ნახვები: 551 შალვა პაპუაშვილი - როგორც საქართველო, ასევე აშშ დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში

როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიზიარა ჩვენი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ ვიზაზე უარის გაცემის შესახებ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კეზერაშვილი კრიმინალია და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ დადასტურებული დამნაშავე, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში.

,,ის, რომ კრიმინალია, ეს ქართული მართლმსაჯულების მიერ არის დადასტურებული, თუმცა სამწუხაროდ, ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. არ ვიცი, ახლა უკვე ევროკავშირის ჯერია. ხედავენ, რომ როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. ეს, კიდევ ერთხელ, გვაფიქრებინებს იმაზე, თუ რა გავლენებია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მეშვეობით. ჩვენ ევროპის პარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია გვახსოვს, სადაც დავით კეზერაშვილის სახელი აღმოჩნდა. შემდეგ, ვარკვევთ ხოლმე, როგორ მუშაობენ ლობისტები იმისთვის, რომ ასეთი ჩანაწერები აღმოჩნდეს ამ სახის რეზოლუციებში და პირდაპირ ეჭვი ჩნდება პოლიტიკური კორუფციის,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც "დავით კეზერაშვილის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში უხეშ ჩარევას ამხელს".

,,ჩვენ ის კადრები გვახსოვს, დავით კეზერაშვილი როგორ ხვდებოდა კურტ ვოლკერს, რომელიც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მეუღლეა. სხვათა შორის, ამაზე "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ საერთოდ სიჩუმე შეინარჩუნა და არც კი გააშუქა სკანდალი, რომ კრიმინალი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ ამერიკელ ექსპერტს ხვდებოდა. კადრები გვახსენდება, სადაც "რონდელის ფონდის" ხელმძღვანელობა კეზერაშვილს შეხვდა. სწორედ "რონდელის ფონდია", რომელიც დღეს თავს ესხმის საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 თუ 9 რეკომენდაციის შესრულებას. ვხედავთ, რომ პირდაპირი კავშირები აქვთ იმ ადამიანთან, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ქართული ჯარისთვის 5 მილიონის მოპარვაშია მხილებული საქართველოს მართლმსაჯულების მიერ. ეს "შავი ფული" ტრიალებს.

 

გვახსოვს, რომ დავით კეზერაშვილი იყო ასევე დამფინანსებელი "სირცხვილიასა" და ელენე ხოშტარიასი. ამავე დროს, ორივეს დამფინანსებელი იყო "ევროპის დემოკრატიის ფონდი", რომელიც საქართველოში ევროკავშირის ფულს ხარჯავს ფარულად, თავის პროექტებს არ ასაჯაროებს და შიგადაშიგ მჟღავნდება ხოლმე, რომ ისინი პარტიებს კანონდარღვევით აფინანსებენ. აღმოჩნდა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოს ჯარისთვის ფულის

მომპარავ და ფულის გამთეთრებელ დავით კეზერაშვილთან ერთად, ამ შავ ფულთან ერთად, ევროკავშირის ფულიც ერთ ყულაბაში ექცევა. ვფიქრობ, რომ ამაზე ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთოს, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა სისტემები აქვთ ისეთი, რომ ყურადღებას ვერ აქცევენ, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფული, ევროკომისიის მიერ ამ ორგანიზაციისთვის გადაცემული ფული შავ ფულთან ერთად ერთ სალაროში ტრიალებს და საქართველოში რადიკალურ დღის წესრიგს ხმარდება. დავით კეზერაშვილის ფულის კრიმინალური წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ დასტურდება. ამის შედეგად ქართულ პოლიტიკაში სწორედ შავი ფული ტრიალებს "ნაცმოძრაობის", "დროას" და სხვა პარტიების სახით. ასევე ქართულ მედიაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი ფლობს და საინტერესოა, ამ საკითხს მის საკუთრებაში მყოფი მედია როგორ გააშუქებს. ასევე მისი აღიარებით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფარისევლობას სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ ქართული არასამთავრობო სექტორი, მედიის ეს ნაწილი, პარტიების ნაწილი თუ ზოგიერთი ევროპელი აქტორი ჩვენ შემდეგ გველაპარაკება კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოსა და გამჭვირვალეობაზე მაშინ, როცა თავად შავი ფულით ფინანსდებიან ან ევროპის დემოკრატიის ფონდის შემთხვევაში, შავ ფულთან ერთად აზავებს ევროკავშირის მოქალაქეების ფულს და ფაქტობრივად ამით მონაწილეა ფულის გათეთრების,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა