ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ნატო მზადაა, პოლონეთში 300 000 ჯარისკაცი გაგზავნოს

ნახვები: 533 ნატო მზადაა, პოლონეთში 300 000 ჯარისკაცი გაგზავნოს

ნატო-ს ახლა 300 000 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც მზადყოფნაში არიან, რომ ომის დაწყების შემთხვევაში პოლონეთში გადაინაცვლონ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსმა კაროლ დიმანოვსკიმ განაცხადა.

„ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში დიდი ხანია იმყოფებიან - მათი რაოდენობა რამდენიმე ათასია. გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები ასევე გვიჭერენ მხარს სხვა სფეროებში: ჰაერში, ზღვაში, კოსმოსსა და კიბერუსაფრთხოებაში“, - განაცხადა პოლონეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდოს, მან თქვა, რომ ეს რეალური სცენარია.

„აქამდე ნატო-ს შტაბ-ბინაში 40 000 ჯარისკაცი იყო, ახლა კი 300 000-ია“, - განაცხადა დიმანოვსკიმ და დასძინა, რომ ნატო-ს ჯარისკაცები იმ ქვეყანაში, რომელიც საფრთხის ქვეშაა, ომის დაწყებამდეც ჩავლენ.

მისი თქმით, აგრესიაზე ადეკვატური რეაგირების სხვადასხვა მზა სცენარი არსებობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა