ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

პეტრ პაველი - 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა

ნახვები: 538 პეტრ პაველი - 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა

დაპირებული 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უახლოეს კვირებში გადაეცემა კიევს, - Bild-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

ჩეხეთის ლიდერის თქმით, მიწოდების ამ ვადაში განხორციელება შესაძლებელია, თუ „ფუნდამენტური პრობლემები" არ იქნება.

ამასთან, პეტრ პაველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა უკრაინისთვის მისაწოდებელი საბრძოლო მასალის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოძიებას. შედეგად, შესაძლებელი გახდა 155 მმ კალიბრის დაახლოებით 500 ათასი ჭურვის და 122 მმ კალიბრის 300 ათასი ჭურვის მოძიება. მიწოდების წყაროები უცნობია, ანალიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებს ასახელებენ, დაწყებული სამხრეთ კორეიდან დამთავრებული აფრიკის ქვეყნებამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა