ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვატიკანი - პაპი ინტერვიუში არა უკრაინის კაპიტულაციას, არამედ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებათა განახლებას გულისხმობდა

ნახვები: 533 ვატიკანი - პაპი ინტერვიუში არა უკრაინის კაპიტულაციას, არამედ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებათა განახლებას გულისხმობდა

პაპი არა კაპიტულაციას, არამედ იმას გულისხმობდა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები განახლდეს.

„პაპი იყენებს ტერმინს „თეთრი დროშა“ ინტერვიუერის საპასუხოდ, რაშიც ის გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას. პაპმა მკაფიოდ თქვა, რომ მოლაპარაკებები არასდროს ნიშნავს დანებებას“, – ამბობს ვატიკანის პრესმდივანი მატეო ბრუნი.

რომის პაპის ინტერვიუს შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

ამ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“

ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, რომელსაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები, დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“, – თქვა რომის პაპმა ინტერვიუში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა