ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

„პოლიტიკო“ - საფრანგეთის ჯარები ევროპაში მტრის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის ემზადებიან

ნახვები: 534 „პოლიტიკო“ - საფრანგეთის ჯარები ევროპაში მტრის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის ემზადებიან

საფრანგეთის ჯარები ევროპაში მტრის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

გამოცემის თანახმად, საფრანგეთის არმიის დანაყოფები წვრთნებს ატარებენ აღმოსავლეთ საფრანგეთში განთავსებულ საბრძოლო მომზადების ცენტრში, სადაც პირობები მაქსიმალურად ახლოს არის რეალურ ბრძოლის ველთან. 120 კვადრატული კილომეტრის (პარიზზე დიდი) ფართობის ბანაკი უნიკალურია საფრანგეთში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ფრანგული არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფებს – ქვეითებს, ჯავშანტექნიკას, არტილერიას და ინჟინრებს, რომლებიც ჩვეულებრივ მიმოფანტული არიან ქვეყნის მასშტაბით, შეუძლიათ, ერთად ივარჯიშონ.

ოფიცრები არ ასახელებენ პოტენციურ მტრებს, მაგრამ სწავლება მიზნად ისახავს ჯარების მომზადებას რუსეთის მსგავს მტერთან საბრძოლველად. საფრანგეთის არმიაში აცხადებენ, რომ აფრიკაში ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ოპერაციების შემდეგ საფრანგეთი სულ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე.

„პოლიტიკო“ ასევე წერს, რომ, გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე, საფრანგეთი ქმნის ქვეყნების ალიანსს, რომლებიც ღია არიან უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციურად გაგზავნისთვის. გამოცემის თანახმად, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სტეფანე სეჟურნემ განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში არაფერია გამორიცხული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა