ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვასო ურუშაძე - ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კახი კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია და ხელშეკრულება პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა

ნახვები: 554 ვასო ურუშაძე - ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კახი კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია და ხელშეკრულება პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, ათი წელია მიმდინარეობს. კახი კალაძემ ყველანაირი ტენდერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას, რომელსაც ვადების გადავადება სჭირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები და დაკარგული დრო თბილისელებისთვის.

„დღეს კვლავ გვიწევს საუბარი ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად, ათი წელია მიმდინარეობს. არაერთი კომპანია იქნა შერჩეული და აღსანიშნავია ისიც, რომ კახი კალაძემ აღნიშნული კომპანია, რომელსაც ახლა, ვადების გადავადება სჭირდება, კონკურსის, ტენდერის გარეშე შეარჩია, პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა ხელშეკრულება. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში იხარჯება თბილისელების, საქართველოს მოქალაქეების ფული, ეს არის ასობით მილიონი ლარი, ეს არის გაფლანგული მილიონები და დაკარგული დრო“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა