ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ნიგერიიაში სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

ნახვები: 553 ნიგერიიაში სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიის ქალაქ კურიგას ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი გაიტაცეს, - ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები ათობით შეიარაღებულმა პირმა მოტოციკლეტებით გაიტაცა. მათი ასაკი 8-15 წელია.

ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, ამბობს, რომ ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, მაგრამ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მოიგერიეს და დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ნიგერიაში გამტაცებელმა ბანდებმა, რომლებიც ბანდიტების სახელით არიან ცნობილი, ბოლო წლებში, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ასობით ადამიანი გაიტაცეს. იანვარში მათ სკოლის დირექტორი მოკლეს და მისი ცოლი გაიტაცეს.

ადამიანების გატაცების ფაქტების აღმოფხვრის მცდელობის მიზნით, 2022 წელს მიიღეს საკამათო კანონი, რომლითაც გამოსასყიდის გადახდა დანაშაულად ითვლება და დამნაშავეს მინიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ჯერ არავინ დაუპატიმრებიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა