ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

რომან გოცირიძე - ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა

ნახვები: 533 რომან გოცირიძე - ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა

ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა - სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის „ფეისბუკ“ სტატუსს გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძე წერს, ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.

„ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა “ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა.

“აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა”, - წერს საკუთარ გამოსამშვიდობებელ განცხადებაში და მის მოხსნას “მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებს” უკავშირებს. ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.

შეიძლება მისი შეფასება სწორიც იყოს, რომ არა ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, მის უკანა ეზოში პატარა კლინიკის ჩადგმა და დანარჩენი ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გაყიდვა სწორედ ამ “მძლავრი დაჯგუფებების” ინტერესში შედიოდა. არც ახლა შეცვლილა არაფერი, რომელსაც თავადაც ლობირებდა. თუ ღარიბაშვილი ამბობდა, ჯერ დავანგრიოთ საავადმყოფო და მერე ავაშენოთ ახალიო, კობახიძე ამბობს, რომ ჯერ ავაშენოთ და მერე დავანგრიოთო. ორივე მიდგომა გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმას გულისხმობს, ე. წ. ინვესტორებისათვის ასეულ მილიონობით ლარის ჩაჯიბვას კოლაფსად ქცეული ქალაქის ინტერესების იგნორირების ხარჯზე.

სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა”,- წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი საქმიანობა შეაჯამა. მან სტატუსში მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა