ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

კახა კალაძე -, A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გააქტიურების ვადა პირველ აპრილს იწურება

ნახვები: 554 კახა კალაძე -, A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გააქტიურების ვადა პირველ აპრილს იწურება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გააქტიურების ვადა პირველ აპრილს იწურება და თუ ამ პერიოდში არ გაიაქტიურებენ მესაკუთრეები ნებართვას, ის გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, 20-21 ნებართვაა გაუაქტიურებელი.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც საკუთრებაში დაუკანონა პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც იწურება მიმდინარე წლის პირველ აპრილს.

ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვა არის გაცემული - ორი-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროება არის ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, აეღოთ ეს ნებართვები. ამის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20 – 21 ათასი ნებართვა არის გაუაქტიურებელი.

მინდა, გაითვალისწინონ ამ ნებართვების მესაკუთრეებმა, რომ პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ შეინარჩუნოთ აღნიშნული ნებართვები, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე",- განაცხადა თბილისის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა