აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ენტონი ბლინკენი - აშშ ორიენტირებულია შეთანხმებაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ნახვები: 551 ენტონი ბლინკენი - აშშ ორიენტირებულია შეთანხმებაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ორიენტირებულია შეთანხმების მიღწევაზე ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ბლინკენმა აღნიშნული განცხადება „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც რიო დე ჟანეიროში გაიმართა.

„ჩვენ ინტენსიურად ვართ ორიენტირებული იმ შეთანხმების მიღწევის მცდელობაზე, რომლის შედეგადაც დარჩენილი მძევლები გათავისუფლდებიან და რაც გულისხმობს გაფართოებულ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას. ეს ის მიზნებია, რომლებსაც, ვფიქრობ, „დიდ ოცეულში“ პრაქტიკულად ყველა იზიარებს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე დაწესებული ვეტოს შესახებაც, რომელიც ითხოვს დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტას. შეერთებულმა შტატებმა ვეტო სამ რეზოლუციას დაადო. ბლინკენის თქმით, რეზოლუცია არაფერს ამბობდა მძევლების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში არსებულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ „დიდი ოცეულის“ თითქმის ყველა ქვეყანას სურს „რუსული აგრესიის დასრულება და მშვიდობის დამყარება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა