აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

თიბისის მხარდაჭერით, AD BLACK SEA-ს გუნდი Tbilisi Design Festival 2024-ს გამართავს

ნახვები: 551 თიბისის მხარდაჭერით, AD BLACK SEA-ს გუნდი Tbilisi Design Festival 2024-ს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 2024 წელს AD BLACK SEA-ს გუნდი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის გარდა ერთდღიანი ღონისძიებისთვის ემზადება. Tbilisi Design Festival 2024 პირველ მაისს ჩატარდება და იქნება პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, რომელიც სრულად დიზაინ მიმართულებას მიეძღვნება.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ღონისძიების თბილისში ჩატარება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა - როლინგ სტოუნსის ალბომის ქავერი, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვები.

თანამედროვე სამყაროში, დიზაინი არამხოლოდ შემოქმედებით ინდუსტრიაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს საქართველოში დიზაინ ინდუსტრიის განვითარებას, მის გამრავალფეროვნებას და სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა