ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვახტანგ მახარობლიშვილი - რობერტა მეცოლა და ირაკლი კობახიძე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე

ნახვები: 553 ვახტანგ მახარობლიშვილი - რობერტა მეცოლა და ირაკლი კობახიძე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე

რობერტა მეცოლასა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რამეთუ ევროპარლამენტმა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მახარობლიშვილის თქმით, რობერტა მეცოლამ საქართველოს პრემიერს მხარდაჭერა აღუთქვა პროცესებში, რომლებიც, მათ შორის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება, აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს და რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ გარემოზე როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე საქართველოში. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ევროპარლამენტში არის არჩევნები, ისევე როგორც საქართველოში, შესაბამისად, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მოლოდინებზე არჩევნებთან მიმართებით. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზეც, რამეთუ, ბუნებრივია, ევროპარლამენტმა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა