ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ლევან ხაბეიშვილი - ნავალნის მკვლელობა უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას

ნახვები: 553 ლევან ხაბეიშვილი - ნავალნის მკვლელობა უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას

ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, არ მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში, რომელიც თანხვედრაშია მკვლელი პუტინის სურვილებთან და მოქმედებებთან. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, უახლოესი კვირები, თვეები განსაზღვრას საქართველოს მომავალს.

„განსხვავებული აზრის დევნა, ოპონენტის ფიზიკური განადგურება, ადამიანის სიცოცხლის მიმართ ზერელე დამოკიდებულება, მოწამვლა, არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილით დასჯა, ეს არის პუტინის როგორც პატარა, მკვლელი მანიაკის სახე...

ნავალნის მკვლელობა და მის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები არის, კიდევ ერთი, უტყუარი მტკიცებულება, რომ პუტინი არის ადამიანის, მსოფლიოს ნომერ პირველი მტერი.

ივანიშვილი, როგორც პუტინის მანიაკური იდეოლოგიის გამგრძელებელი საქართველოში, არის უდიდესი საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ივანიშვილი ერთი ერთში იმეორებს მისი ფავორიტის მოქმედებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, დაწყებული მოწამვლით, გაგრძელებული მის წინააღმდეგ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორებით.

ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, არ მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში, რომელიც თანხვედრაშია მკვლელი პუტინის სურვილებთან და მოქმედებებთან. უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ზურაბიშვილს. პირადი დამოკიდებულებებით არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ის, ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და იმოქმედოს შესაბამისად. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

ახლა, როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთობა იმისთვის, რომ გამოვიყენოთ შესაძლებლობა. უახლოესი კვირები, თვეები განსაზღვრას საქართველოს მომავალს და ყველას გვესმის, რომ ივანიშვილთან ერთად და მისი "ხელმძღვანელობით", ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. გვაქვს აბსოლუტურად უპრეცედენტო შანსი გავარღვიოთ ივანიშვილის "მოჯადოებული ველი", სადაც მხოლოდ უპერსპექტივობა, უმუშევრობა, გაჭირვება და უსამართლობაა... ხალხო, ჩვენ გავიმარჯვებთ”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა