ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ჯო ბაიდენი - ღაზის სექტორში საჭიროა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, რათა მძევლები გამოვიყვანოთ

ნახვები: 553 ჯო ბაიდენი - ღაზის სექტორში საჭიროა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, რათა მძევლები გამოვიყვანოთ

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ისრაელი რაფაჰში სახმელეთო ოპერაციას არ წამოიწყებს.

„მე ეს საკითხი დავაყენე და ამის მტკიცედ მჯერა, რომ საჭიროა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, რათა მძევლები გამოვიყვანოთ. Ამ თემაზე მოლაპარაკებები გრძელდება. მე იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელია. ამასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ ისრაელელები არ დაიწყებენ მასობრივ სახმელეთო შეჭრას. ჩემი მოლოდინია, რომ ეს არ მოხდება”, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ბაიდენის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა ისრაელზე იზრდება, რათა მათ არ წამოიწყონ სახმელეთო შეტევა ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ რაფაჰზე, სადაც, გაერო-ს ცნობით, 1,4 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს. ისრაელში აცხადებენ, რომ რაფაჰიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმას ამზადებენ. ამასთან, ისრაელის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ რაფაჰის დაკავების გარეშე „ჰამასის“ განადგურების ამოცანის მიღწევა შეუძლებელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა