ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

აშშ-მა უარყო ვლადიმერ პუტინის შეთავაზება რუსეთის მიერ უკრაინაში დაკავებული ტერიტორიების ფარგლებში ომის გაყინვის შესახებ

ნახვები: 534 აშშ-მა უარყო ვლადიმერ პუტინის შეთავაზება რუსეთის მიერ უკრაინაში დაკავებული ტერიტორიების ფარგლებში ომის გაყინვის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვის შესახებ აშშ-მა უარყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ რუს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პუტინმა აშშ-ს კონფლიქტის გაყინვა იმ საზღვრების ფარგლებში შესთავაზა, რომელიც რუსეთს აქვს დაკავებული და არ სურდა რაიმე ტერიტორიის დათმობა. „როიტერის“ ცნობით, კრემლში აცხადებენ, რომ ეს საუკეთესო გზაა რაიმე სახის მშვიდობის დასამყარებლად.

„ამერიკელებთან კონტაქტი უშედეგო აღმოჩნდა“, – განუცხადა რუსულმა წყარომ „როიტერს“.

მეორე რუსულმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ შუამავლების მეშვეობით აშშ-მა რუსეთს უარი განუცხადა შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის განხილვაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

„როიტერი“ ასევე იუწყება, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება აშშ-ს 2023 წელს შუამავლების მეშვეობით შესთავაზა, მათ შორის იყვნენ რუსეთის არაბი პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც, „როიტერის“ ცნობით, ანონიმურობის დაცვით საუბრობენ გამოცემასთან, უარყოფენ მსგავსი სახის კონტაქტს და აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი არ ჩაერთვება ისეთ მოლაპარაკებებში, სადაც უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა