ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირაკლი ზარქუა კობახიძეს - ბატონო ირაკლი, თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ეს „გახარიები“ და „ლელო“ რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე?

ნახვები: 554 ირაკლი ზარქუა კობახიძეს - ბატონო ირაკლი, თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ეს „გახარიები“ და „ლელო“ რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე?

მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და ნაღდი „ნაცი“ - [გიორგი გახარიას პარტია] გაშიფრულები არიან, ვერ გადალახავენ და მერე გაგიჭირდებათ, მიიღეთ თქვენ შემადგენლობაში „გახარიები“. „ლელოს“ ვაცადოთ „მუსტანგით“ "კატაობა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რიტაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს მიმართა.

მანამდე კი, დეპუტატმა შეკითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, „რასთან გვაქვს საქმე“ რადგანაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ძალიან აკადემიურები ჩანან“.

„ბატონო ირაკლი, თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, ხომ? ე.ი. „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ძალიან ისეთები გახდნენ, გესმით? ხმის ტონალობაშიც ეტყობათ და რაღაც შესძლებიათ. ეს „გახარიები“ და ეს „ლელო“, რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე? ორი დღეა ვკითხულობ. გუშინ, საერთოდ არ შემოვიდნენ იმ დამწვარი „მუსტანგის“ მიმდევრები, საერთოდ არ მოუსმინეს. შესაძლებლობა გაქვს პრემიერობის კანდიდატს კითხვა დაუსვა და საერთოდ არ შემოვიდნენ. დღეს, „გახარიებმა“... პრინციპში, „გახარიების“ მესმის, გაიშიფრნენ, ამიტომ გაბრაზებულები არიან. სამეგრელოში მოატყუეს საზოგადოება, „ქართული ოცნების“ მეორე პარტია ვართო. ახლა, „ნაცები“ „უტყდებათ“ იმიტომ, რომ იციან, ისინი გაკოტრებულები არიან. აბა, რუსთავში და სამეგრელოში, ვინ შეუქმნა კოალიცია „ნაცებს“? მე მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და "ნაღდი ნაცი“, მიიღეთ, გაშიფრულები არიან, ისინი ვერ გადალახავენ და მერე გაგიჭირდებათ, მიიღეთ თქვენ შემადგენლობაში „გახარიები“ და „ლელოს“ ვაცადოთ კიდევ, „მუსტანგით“ "კატაობა". ეს კითხვა მქონდა, რასთან გვაქვს საქმე, რამ განაპირობა ამათი ასეთი მეტამორფოზა, ერთის და მეორე ჯგუფის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა