ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

სალომე ზურაბიშვილი - ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ფიცის ერთგული

ნახვები: 538 სალომე ზურაბიშვილი - ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ფიცის ერთგული

ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ფიცის ერთგული, ვიღაცას შეიძლება, აწყობდეს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერად წარმომაჩინოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას დღეს უპარტიო სახელმწიფო ლიდერი სჭირდება.

„არ გეგონოთ, რომ ამ ისტორიული ამოცანის წინაშე მე არ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, არა როგორც კონკრეტული სამართლებრივი ან მატერიალური ბერკეტების მქონე, არამედ, როგორც მორალური ძალა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამტარებელი;

ამიტომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, თქვენ გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი. ვიღაცას შეიძლება, იმედი ჰქონდა ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით, ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული.

ასევე, ვიღაცას შეიძლება, ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ. ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო, თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის, პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცვლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი, მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში. უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მანდატის დროს გადაიდგა ევროპისკენ ესოდენ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩემი ჩართვის მთავარი მიზანი იყო და არის. არ ვაპირებ და არ მჭირდება ვინმეს შევეჯიბრო იმაში, რა წვლილი მიმიძღვის ამ გამარჯვებაში, რამეთუ ეს საქართველოს მიღწევაა. ახლა გარჩევების დრო არაა, ამ მიღწევის ბოლომდე მიყვანის დროა. პირადად მე, ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას, მცდელობას არ მოვაკლებ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა