ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ნახვები: 534 სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნულით თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა გურო იმნაძემ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რადგანაც არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა მსგავს ან სხვა დანაშაულს ჩაიდენენ, ან გამოძიებას შეუშლიან ხელს.

მისი განმარტებით, სასამართლოს დაცვის მხარემ დაკავებულების პირადი თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, ასევე, თუკი სასამართლო ამას საკმარისად არ მიიჩნევდა გირაოს შუამდგომლობაზეც მზად იყვნენ, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი პოზიცია არ გაითვალისწინა.

ამასთან, გურო იმნაძის განმარტებით, ბრალდებულებმა ბრალი ნაწილობრივ აღიარეს, კერძოდ, ისინი ბრალს აღიარებენ აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ნაწილში, ხოლო ჯგუფურად მოქმედების ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

„ერთადერთი დამამძიმებელი გარემოება არის ჯგუფურობა და ამ ნაწილში ბრალდებულების პოზიციაა ის, რომ ისინი ჯგუფურად არ მოქმედებდნენ, უბრალოდ, ორივემ ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება. მანქანის დაზიანების ნაწილში მზად იყვნენ, რომ მიყენებული ზიანი აენაზღაურებინათ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უსამართლო, იმიტომ ,რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა აჩვენებდა და დაადასტურებდა, რომ ისინი ჩაიდენენ იგივე ან სხვა დანაშაულს ან გამოძიებას შეუშლიან ხელს და ა.შ. მეორე მხრივ, მათი პატიმრობაში ყოფნა პრობლემურია, იმიტომ, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ აკადემიური, თუ სამოქალაქო კუთხით და მათი იზოლაციის არანაირი საჯარო ინტერესი არ არსებობს“ , - განაცხადა გურო იმნაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, კეკელიძის 1-ელ ნომერში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა, მათ შორის კაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაია. აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე კი გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა