აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

თინა ბოკუჩავა - აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც სააკაშვილთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება

ნახვები: 551 თინა ბოკუჩავა - აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც სააკაშვილთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება

აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც სააკაშვილთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება - მნიშვნელოვანია, უკრაინული მხარის ჩარევა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირთა გამოვლება, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში დანაშაული ჩაიდინა, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო.

„პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება არის ჩვენთვის ფუნდამენტური საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ ისტორიული უმართლობის და უკანონობის მომსწრე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის პუტინის ტყვე. ჩვენ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ. ის, რომ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ჩრდილიდან მესამედ გამოსული ივანიშვილისთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია, ამაზე ყველა თანხმდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

იმ პირთა გამოვლენა, ვინც დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ ბუნებრივია, ყველა კოორდინირებულად მოქმედებს ივანიშვილის დავალების შესასრულებლად, რომელიც რეალურად პუტინის სურვილი და დავალებაა, იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამგვარ პირობებში იმყოფებოდეს - იმ უკანონო, ისტორიულ უსამართლო ტყვეობაში, რომელშიც ის არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში. ამიტომ ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მათ შორის, უკრაინული მხარის ჩარევა და აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც მოხდება ამ დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინას მიმართა, რომ უკრაინის პროკურატურა ჩაერთოს და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა