War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პროვოკაციებისთვის ემზადება

ნახვები: 555 ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პროვოკაციებისთვის ემზადება

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციასა და ე.წ. დიპფეიკებს.

როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის თავად პარტია „ქართული ოცნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიებიდან გაჟონილი ინფორმაცია.

„მსგავსი ტიპის პროვოკაციებს არჩევნებამდე ყველა უნდა ველოდოთ - ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატი 23 იანვარს, თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, „საკრებულოში ადგილი ჰქონდა ტყუილის ჭაობში მყოფი მშიშარა ადამიანების მცდელობას, მოერგოთ ქუჩის ბიჭების როლი“.

„ნეონაცებისგან „ნაცების" მსგავსი ქცევა გასაკვირი არ არის. საზოგადოებას შევახსენებ, რომ თავის დროზე, ‘ნაცმოძრაობის" რეჟიმის პირობებში, სწორედ თბილისის საკრებულოში აღმოცენდა ე.წ. ზონდერები. როგორც ჩანს, დღევანდელი „ოცნება“ ამაშიც მიბაძვას ცდილობს, რაც ნეონაცებისგან ნამდვილად არ გვიკვირს. კი ბატონო - ასე გააგრძელეთ, მაგრამ როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასრულა, დღევანდელი "ოცნებაც" იგივენაირად დასრულდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა