ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე

ნახვები: 534 სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე

„პროცესი პოლიტიკურია და სხდომას პრეზიდენტი იმისთვის ესწრება, რომ საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაცია შეძლოს," - განაცხადა, დღეს, 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ: დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. მესამე პრეზიდენტი სხდომას თავად დაესწრება.

„კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს სასამართლო პროცესი არის ფარსი, მართლმსაჯულება არის მითვისებული საქართველოში ხელისუფლების მიერ. ჩვენ ამას ვხედავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე,მაგრამ განსაკუთრებით მის პროცესებზე. ეს პროცესი იქნება გამოყენებული, როგორც უშუალო კომუნიკაციის არხი ქართველ ხალხთან და სარკე, რომელშიც ქართული საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები დაინახავენ, თუ როგორი პოლიტიკური რეჟიმი გვაქვს საქართველოში", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ასევე, სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებულ მობილიზებასა და შენობაში სპეციალური ზომების მიღებაზე ისაუბრა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება არის პანიკურ შიშში, არის ასეულობით მობილიზებული სპეცრაზმელი სასამართლოს მიმდებარედ და სასამართლოს შიგნით. ყველა სხვა სხდომა გადადებულია, სასამართლო პრაქტიკულად დაცარიელებულია და ეს ნიშნავს ერთადერთს, ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლების მიმართ", -

ცნობისთვის: დღევანდელი სასამართლო პროცესი, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვით დაიწყება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა