ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

OECD-ის ანგარიში - საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა კი - გამოწვევა

ნახვები: 538 OECD-ის ანგარიში - საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა კი - გამოწვევა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, SME Policy Index-ის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდირებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ამასთან კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს.

„OECD-ის თანახმად, მსხვილი კომპანიების თითქმის 80%-ს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მბ/წმ-ზე მეტი) აქვთ წვდომა, საშუალო კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი – 54%-ს, მცირე კომპანიებისთვის კი 38%-ს შეადგენს. აღნიშნული არაპროპორციული გადანაწილება და არათანაბარი გარემო, კვლევის მიხედვით, ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგია ის, რომ ქვეყანაში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-სა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

სტატიაში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც, რომლებიც საქართველოს ხელმისაწვდომობის კუთხით უკვე აქვს, კერძოდ: 2015-2020 წლებში გაორმაგებულია ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი, მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის 99%-ის 4G ინტერნეტით დაფარვისთვის, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს მოქალაქეებში ციფრული წიგნიერების განვითარების მიმართულებით და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ციფრული უნარ-ჩვევების განმავითარებელ სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.

დასკვნის სახით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწია, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების, ასევე ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება შედარებით დაბალ ფასად შეძლონ“ ,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა