ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თორნიკე შარაშენიძე - შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ მართლაც განხეთქილებაა და ეს ლოგიკურია

ნახვები: 533 თორნიკე შარაშენიძე - შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ მართლაც განხეთქილებაა და ეს ლოგიკურია

საგარეო პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, ყოფილი-პრემიერ მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი, შეიძლება იყოს პარტიაში შიდა განხეთქილება ან რეგიონში სერიოზული რყევების მოლოდინი. ამის შესახებ შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

„პოლიტიკა ფასდება შედეგებით. გავა დრო და შევაფასებთ, რა მოყვა ამას [ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას]. ალბათ, ორი მიზეზია, რის გამოც დაბრუნდა: შეიძლება მმმართველ გუნდში, მართლაც, რაღაც განხეთქილებაა და ეს ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ, როდესაც ოპოზიცია ასეთი სუსტია, ასეთ დროს საკუთარი თავის ჭამას იწყებ, შიგნიდან.

მეორე მიზეზი: რთული წელი იქნება. არჩევნები არა მხოლოდ ჩვენთანაა. აშშ-ში არჩევნებმა, შეიძლება ცუდისკენ შეცვალოს უკრაინის ომი. ომი შეიძლება დასასრულისკენ წავიდეს. კარგი დასასრული ექნება თუ ცუდი, ორივე შემთხვევაში სერიოზული რყევა გველოდება რეგიონში.

შეიძლება ჩათვალა, რომ საჭიროა მისი უფრო მეტად ჩარევა პოლიტიკაში. ივანიშვილის ბუნება ხომ ვიცით?! - თავისთვის, ოჯახთან ერთად უყვარს ყოფნა“, - განაცხადა შარაშენიძემ და დასძინა, რომ „ჭკვიანი მმართველი ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ცუდი სცენარისთვის“.

მისივე მოსაზრებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ჯობია ღიად მართოს ქვეყანა.

„ივანიშვილის პრობლემა იმაშია, რომ ოჯახში ყოფნა ურჩევნია, არ უნდა ყოველდღე კანცელარიაში იაროს. უნდა თუ არა, ჯობია ღიად მართოს ქვეყანა, ნაკლები შეკითხვები იქნება. დარწმუნებული ვარ, კვირაში ერთხელ კი არა თვეში ერთხელ არ მოჰკითხავდა ამათ არაფერს. ხანდახან ძალიან მნიშვნელოვან რამეზე შეიძლება აზრი გამოეთქვა. არ არის ისეთი ტიპის ნატურა, რომ მართვაში იყოს ჩართული“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ამასთან, ექსპერტმა ევროინტეგრაციაზე, საქართველოს პერსპექტივებზე და 9-პუნქტიან რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უკრაინაში ომის შედეგებზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება 9 პუნქტს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაში ომზე. უკრაინაში ომმა გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა და რა მოხდება უკრაინაში, ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თუ ეს ომი გაიწელა, ვინმე მიიღებს ევროკავშირში უკრაინას, ან მოლდოვას და ჩვენ? დიახ, დამოკიდებულია როგორ შეასრულებ დავალებას, მაგრამ უფრო მეტად დამოკიდებულია გეოპოლიტიკაზე. უკრაინას სტატუსი რომ მისცეს, რომელიმე პუნქტი შესრულებული აქვს? რა ნამუსით უნდა მოსთხოვო უკრაინას, რომ პუნქტები შეასრულოს? სად აქვს ამის თავი? ისეთი გეოპოლიტიკაა, რომ სტატუსი მისცეს, ეს არის რეალობა. ისევე როგორც, მეიდანმა გახსნა ასოცირების შეთანხმების მიღების შანსი. მადლობა ღმერთს გამოვიყენეთ. მაშინაც შესაძლებლობა უკრაინამ გახსნა“,- განაცხადა შარაშენიძემ.

IPN 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა