ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

„უტაც კი ბილეთს ყიდულობს... ეს რა უბედურებაა! -ივანიშვილის რეაქცია ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო ბორტით გასეირნებაზე

ნახვები: 553 „უტაც კი ბილეთს ყიდულობს... ეს რა უბედურებაა! -ივანიშვილის რეაქცია ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო ბორტით გასეირნებაზე

"მელაძის შაბათის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, პოლიტიკაში ოფიციალურად მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი მოქმედ პრემიერ-მინისტრზე უკიდურესად გაბრაზებულია.

წყაროს მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, ყველაზე მეტად ოლიგარქი მაშინ განრისხდა, როცა პრემიერის მიერ სამთავრობო ბორტით მგზავრობის დეტალები გაიგო.

"ეს რა უბედურებაა, უტაც კი ბილეთს ყიდულობს" - უთხრა წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა სუს-ის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც ამ დრომდე ოლიგარქის სანდო კადრია.

აღსანიშნავია, რომ დღეს "ქართული ოცნების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა "კორუფციაზე" მიანიშნა. ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის ე.წ. კახური კლანი გახდა.

ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა "ნოდარ მელაძის" შაბათმა ექსკლუზიურად მოპოვებული მტკიცებულებებით გაავრცელა.

ირკვეოდა, რომ მთავრობის მეთაურმა უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა. 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა