ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი ხალხმა გადაადგმევინა, მადლობა ვის? ქართველ ხალხს

ნახვები: 534 გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი ხალხმა გადაადგმევინა, მადლობა ვის? ქართველ ხალხს

ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი ხალხმა გადაადგმევინა, მადლობა ვის? ქართველ ხალხს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ივანიშვილი არსად წასულა.

„2023 წელს ქართველის ხალხის გამარჯვებამ „ქართულ ოცნებაზე“ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენილიყო. ის არსად წასულა, რადგან შეეშინდა „ქართული ოცნების“ იმ ძალიან სწრაფი ვარდნის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ხალხმა ძალა ირწმუნა. ივანიშვილი ცალსახად მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის, პირადი უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა. როგორც 2018 წელს გაჩვენეთ ივანიშვილის დამფრთხალი და შეშინებული სახე, ზუსტად ასეთ პირობას გაძლევთ, 2024 წლის 26 ოქტომბერს 20:00 საათზე ნახავთ ატირებულ ივანიშვილს, ოღონდ უკვე ხელისუფლებიდან გავუშვებთ. თვითონ ივანიშვილსაც ნათქვამი აქვს, რომ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში თუ დაბრუნდებოდა, გამოჩნდებოდა აქტიურ პოლიტიკაში, თორემ თვითონაც დაადასტურა, რომ არსად წასულა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ხალხის გამარჯვებამ და „ქართული ოცნების“ დამარცხებამ, „ქართული ოცნების“ უმძიმესმა ვითარებამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, გამოსულიყო.

„ახლა ოპოზიციაზე რომ არ დარდობს ივანიშვილი, ყველამ ძალიან კარგად იცით. ძალიან სასაცილოა მისი განცხადებები, მაგრამ ვეუბნები, ბიძინა, ნუ გეშინია, მშვიდად და წყნარად გაგიშვებთ ოპოზიციაში და ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ხალხთან ერთად დიდ გამარჯვებას 2024 წელს ვიზეიმებთ. ახლა ხომ არის 1-0, ხომ გამოიყვანეს ერთხელ უკვე რუმბივით გაგორებული ფალავანი. მერწმუნეთ, 2-0 იქნება და საქართველოს საბოლოო გამარჯვება იქნება 2024 წელს. არაფერი შიდა დაპირისპირება მანდ არ არის. მართალია და ვეთანხმები, რომ ბოლომდე გაიხრწნენ ფულის კეთებაში, ეს თვითონაც აღიარა, მაგრამ სწორედ ივანიშვილის ხელდასმით გაიხრწნენ ფულის კეთებაში. 2024 წელი ხალხის გამარჯვების წელი იქნება და ამ ყველაფერს მოვიშორებთ.

ეს არის შიშით ნაკარნახევი სწრაფი ნაბიჯი, რადგან სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელმაც იგემა ერთი გამარჯვება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და ახლა უნდა, საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს 2024 წელს. რესურსი აღარ არის, ივანიშვილი რაღაც გაცვეთილია, უფერულია, ერთი და იგივე ხრიკი რამდენჯერ უნდა გამოიყენოს, მაგრამ კარგია, რომ ახლა ეს ნაბიჯი გადავადგმევინეთ. ყველამ ერთად, პირველ რიგში, ხალხმა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, რადგან ამას ინახავდა სექტემბრისთვის. ესეც ზუსტად ვიცოდით. ახლა მოუწია ამის გაკეთება. ესეც ხალხის დაამსახურებაა და მადლობა ვის? ქართველ ხალხს“, – განაცხადა ვაშაძემ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა