რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

ანჯეი დუდა -მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა საბჭოს, პატივი სცენ პოლონეთის იურიდიულ წესრიგს

ნახვები: 538 ანჯეი დუდა -მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა საბჭოს, პატივი სცენ პოლონეთის იურიდიულ წესრიგს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„პოლიტიკური მიზანი არ შეიძლება, ამართლებდეს კონსტიტუციური პრინციპებისა და კანონის დარღვევას. სწორედ ამიტომ, კულტურის მინისტრის ქმედებების გამო საზოგადოებრივ მედიასთან დაკავშირებით მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ტუსკს და მინისტრთა საბჭოს, პატივი სცენ პოლონეთის იურიდიულ წესრიგს. მთელმა მინისტრთა საბჭომ კონსტიტუციის 151-ე მუხლის თანახმად დადო ფიცი, რომ დაიცავს პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა კანონებს“, – წერს დუდა სოციალურ ქსელში.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

„ბატონო პრეზიდენტო, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღევანდელი ქმედებები მიმართულია – თქვენი განზრახვის შესაბამისად – საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და საერთო წესიერების აღდგენისკენ. თქვენ შეგიძლიათ, დაეყრდნოთ ჩვენს მონდომებას და მტკიცე თანმიმდევრულობას ამ საკითხში“, – წერს ტუსკი სოციალურ გვერდზე.

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა. 

ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა