ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერ ვიზრუნებთ რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეებზე, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მოქალაქეებზე

ნახვები: 533 ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერ ვიზრუნებთ რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეებზე, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მოქალაქეებზე

სამხედრო ტყვეების საკითხი არის უკრაინის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანასთან დაკაშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

კობახიძის თქმით, უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ითანამშრომლებენ.

„ეს არის სენსიტიური საკითხი და აქედან გამომდინარე, ბევრ საკითხზე შეიძლება, საჯაროდ ვერც ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში, როგორც სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მოქალაქეებზე. ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები. დანარჩენი არის მგრძნობიარე საკითხი, შესაბამისი უწყებების მიერ დასარეგულირებელი და რაიმე პასუხი თუ იქნება გასაცემი, შესაბამისი უწყებები გაგცემენ, თუნდაც მოკითხვასთან დაკავშირებით. ჩემი პრეროგატივა არ არის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს გაგცემენ შესაბამისი უწყებები. ისინიც ღია არიან პასუხებისთვის. თუ არ გცემენ პასუხს, შეიძლება, ესეც იყოს მნიშვნელოვანი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საჯაროდ არ გაავრცელონ ინფორმაცია.

ჩვენ უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ვითანამშრომლებთ. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ კონკრეტული არხები იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება სამხედრო ტყვეების საკითხს, სამხედრო ტყვეების საკითხი არის უკრაინის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები. ასეთია რეალობა, შესაბამისად გაგრძელდება ზრუნვა იმ კონსტიტუციურო ვალდებულების ფარგლებში, რაც დაკავშირებულია მოქალაქის მიმართ პასუხისმგებლობასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა