ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გახარიას პარტიის წევრი ოპოზიციის აქციებს არათანმიმდევრულს უწოდებს

ნახვები: 534 გახარიას პარტიის წევრი ოპოზიციის აქციებს არათანმიმდევრულს უწოდებს

„ნებისმიერი აქცია კანონის ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს", - განაცხადა დღეს, 15 ნოემბერს, პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხიდან მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ოპოზიცია კვირაზე მეტია, აქციებს მართავს. აქცია დღესაც გაიმართება და, როგორც ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაიკეტება.

ბუჩუკური, ოპოზიციის თანმიმდევრულობას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ არათანმიმდევრული ქმედებები ხელისუფლებას აძლიერებს.

„როცა კანონის ფარგლებში არ ჯდება, ხელს აძლევს ხელისუფლებას. ჩვენი პარტიული სტრატეგიაა, რომ ტრიბუნები გამოვიყენოთ, მათ შორის საკანონმდებლო, მაგრამ ოპოზიციის გადასაწყვეტია, სტრატეგია რა იქნება. შეიძლება, ჩემი პირადი პოზიცია მათ გადაწყვეტილებას არ ემთხვეოდეს. ნებისმიერი აქცია კანონის ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. ოპოზიციის ნაწილის არათანმიმდევრულობას დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან არათანმიმდევრული ქმედებები მხოლოდ ხელისუფლებას აძლიერებს", - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა