ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ლევან დავითაშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც

ნახვები: 534 ლევან დავითაშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

„ეს არის ურთიერთსასარგებლო, ურთიერთხელსაყრელი პროექტი. შესაბამისად, ვართ ძალიან მჭიდრო მოკავშირეები და პარტნიორები ამ პროექტის განხორციელების კუთხით. ეს არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ქართული ენერგოსისტემისთვის. როგორც კომისარმა აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს განახლებად ენერგიებში მოხდეს ინვესტირება, რადგან საქართველოს ეძლევა საშუალება, პირდაპირ დაუკავშირდეს მაღალი მსყიდველობითი უნარის, უფრო პროგნოზირებად, სამართლიან ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის განმარტებით, რეფორმების განხორციელების პროცესში მუდმივად იღებენ ტექნიკურ მხარდაჭერას ევროპელი მეგობრების მხრიდან და ეს ასეც გაგრძელდება.

„ჩვენ შევთანხმდით, დიალოგი ხელს შეუწყობს, რომ რეფორმების გზაზე გვქონდეს მხარდაჭერის იმედი. რაც შეეხება უკვე მიღწეულ შედეგებს, ჩვენ ბევრი მიმართულებით დავაახლოვეთ კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან, მათ შორის ენერგოეფექტურობასთან, შემოვიღეთ ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც ნელ-ნელა ინერგება. ძალიან ბევრი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა უკვე თანხვედრაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სადაც ასევე მჭიდრო დიალოგის ფარგლებში გვექნება პროგრესი. ასევე, ვმუშაობთ ინსტიტუციური მოწყობის და გაუმჯობესების კუთხით, სადაც გადაცემისა და გენერაციის ფუნქციები იქნება მკაფიოდ გამიჯნული. ესეც უფრო პროგნოზირებადს გახდის და უფრო სამართლიან თამაშის წესებს გააჩენს ენერგოსისტემაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა