აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია - მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ

ნახვები: 551 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია - მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ

ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავს პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როდესაც ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკრაინა შუაგულ ომში ატარებს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი არსებობისთვის იბრძვით და ამავდროულად, ღრმა რეფორმებს ატარებთ საკუთარ ქვეყანაში. სასამართლო სისტემის რეფორმას ახდენთ, ოლიგარქების გავლენას ებრძვით, ფულის გათეთრებას ებრძვით…

ვიცი, რომ გამორჩეული რეფორმების დასრულების პროცესში იმყოფებით. თუ ეს მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაშინ გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადასვლის უკრაინული ამბიციური მიზანი მიღწეული იქნება,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა