ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირაკლი კობახიძე - ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ ჩვენ ვცდილობთ მეტი ხმის მიღწევას, ცალკე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი

ნახვები: 533 ირაკლი კობახიძე - ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ ჩვენ ვცდილობთ მეტი ხმის მიღწევას, ცალკე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი

ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი - არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს, რომ „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზებას ცდილობს.

„დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა - უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ხმების მობილიზებას ვცდილობთ, გამოჩნდება, რომ იქ 89 თუ 88 ხმა იქნება და მერე იტყვიან, ვერ მოახერხესო. ეს ყველაფერი მარტივი სპეკულაციაა. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, როდესაც კენჭისყრა დასრულება, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება ტაბლოზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს ვერ შეელევა, რადგან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის მისი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„მარტივი სპეკულაციაა, რასაც მათგან ვართ მიჩვეული - უნდათ, თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სინამდვილეში, თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, საარჩევნოდ ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, არჩევნების შემდეგაც. იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ელოდებიან, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ საუბარი, რომ გაყალბდა, სჭირდებათ პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამიტომ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ შეელევა ამ 1 წლის განმავლობაში ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს, დარჩებიან ალიანსში და პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვებენ ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს. მათ მყარი ალიანსი აქვთ, საერთო პატრონი ჰყავთ. სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა