ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა მოლდოვას ატკინა, სცადა გაეტეხა, დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს, ცდილობს, უკრაინას ნაწილები მოგლიჯოს

ნახვები: 553 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა მოლდოვას ატკინა, სცადა გაეტეხა, დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს, ცდილობს, უკრაინას ნაწილები მოგლიჯოს

ომების დაწყებითა და ომების გაყინვით რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მოქმედებს და ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა, განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა იყოს.

„ომების დაწყებითა და ომების გაყინვით რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას. რუსეთმა მოლდოვას ატკინა, სცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, დესტაბილიზაცია მოეხდინა კავკასიის სხვა ნაწილებში, ახრჩობს ბელარუსს და ცდილობს უკრაინის სხეულიდან ნაწილები ამოგლიჯოს.

ყველა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მოქმედებს ამა თუ იმ ფორმით, ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა - ჩვენ ყველა განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა დავრჩეთ, ერთად დავრჩეთ განსაკუთრებულ თანამშრომლობაში და განსაკუთრებულ ურთიერთობაში ყველა სხვასთან ევროკავშირში.

ჩვენ ყველას გვჭირდება ფორმატი, მხარდაჭერის ფორმატი ქვეყნებისთვის, რომელთა სიცოცხლის განადგურებას რუსეთი უკვე შეეცადა, რათა რუსეთის მიერ გამოწვეული ნანგრევები არასდროს სხვაგან აღარ გავრცელდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა