აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრს - გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს პირველი მილიონი აშოვნინა?

ნახვები: 551 ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრს - გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს პირველი მილიონი აშოვნინა?

მაინტერესებს, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც „ეფესბეს“ აგენტ ოთარ ფარცხალაძეს პირველი მილიონი აშოვნინა? , - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს 200 000 ლარად ქონება მისცა, ხოლო შემდეგ 1 200 000 ლარად გამოისყიდეს.

„პირველი მილიონი ფარცხალაძემ იშოვა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დახმარებით. ვგულისხმობ იმას, 200 000 ლარად რომ მისცეს ქონება ფარცხალაძეს და მერე 1 200 000-ად გამოისყიდეს და ამასობაში ეკონომიკის სამინისტროში ისევ ის მოადგილეები არიან დასაქმებულები, ვინც თურნავას დროს იყვნენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი კორუფციაშია „ყელამდე ჩაფლული“.

„ასევე მინდა ვისაუბრო თქვენ მოადგილეებთან დაკავშირებით. გავიგე, რომ ვინც ქურდულ-კრიმინალურია და ზოგადად კორუფციასთანაა დაკავშირებული, ყველა თანამდებობაზე გინდათ იყოს, მაგრამ 2023 წელს აუდიტის დასკვნა თუ წაიკითხეთ მიქაუტაძეზე? - წერენ, რომ საწვავს იპარავდა „თბილსერვისში", როცა კალაძესთან მუშაობდა. ტენდერებს რომ აფორმებდა, კორუფციაში იყო ყელამდეო. თუ მის დეკლარაციაში ჩავიხედავთ, 4-5 მილიონის ქონება აქვს დაგროვებული. მდიდრდება ეს ადამიანი იმ ფონზე, როცა 400 ლარამდე ხელფასი საქართველოში აქვს 99 875 ადამიანს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა