რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

პაატა მანჯგალაძე - სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს საპნის ოპერაში - იაფფასიანი ბოდვაა, სერია - „აკერმანი 2“

ნახვები: 538 პაატა მანჯგალაძე - სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს საპნის ოპერაში - იაფფასიანი ბოდვაა, სერია - „აკერმანი 2“

თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, არ გამოხვიდეთ, შევეგუოთ, რუსული ჯარი მოვა, ჩვენ მოვალთ, შეგჭამთ, გამოგხრავთ, ხმა არ ამოიღოთ - ეს არის „ქართული ოცნების" სცენარი , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფარცხალაძის ჯაშუშობის გადაფარვას და ხალხის დაშინებას ემსახურება.

"სუს-მა ფარცხალაძის ჯაშუშობის გადასაფარად შემოგვთავაზა მორიგი სერია, "აკერმანი 2". აკერმანი გარდაცვლილი იყო და მედიაში საუბრობდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანი რაღაცას აპირებდა საქართველოში. სამაგიეროს უხდიან ამერიკულ სპეცსამსახურებს თითქოს USAID- მა საქართველოში შემოიყვანა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ არეულობას. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სამაგიეროს გადახდის მცდელობა ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, ასე დავარქვათ ამ ბოდვას.

სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს ამ საპნის ოპერაში. ესაა იაფფასიანი ბოდვა, "აკერმანი 2" სერია, როცა გარდაცვლილ ადამიანს კიდევ ერთი თვე აბრალებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. "ქართული ოცნების” პოლიტიკურად გახრწნილი პოლიტიკოსები საუბრობენ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულზე მაშინ, როცა ღარიბაშვილის და კალაძის ჩარტერების სკანდალი გვახსოვს, გასარუჯად რომ წავიდა კალაძე დუბაიში და ეს ხალხი ნიანგის ცრემლებს ღვრის ამერიკელი გადამხდელების ფულის გამო?! ვის სჯერა ამ იაფფასიანი პროპაგანდის?! ამის მიზანია ადამიანების დაშინება: "თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, არ გამოხვიდეთ, შევეგუოთ, რუსული ჯარი მოვა, ჩვენ მოვალთ, შეგჭამთ, გამოგხრავთ, ხმა არ ამოიღოთ" -ეს არის "ქართული ოცნების" სცენარი", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა