ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ხატია დეკანოიძე - „ეფესებეს“ აგენტს მხოლოდ რუსული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებისას დაბრკოლება ექნებოდა, საქართველოს კი უვიზო რეჟიმი აქვს

ნახვები: 533 ხატია დეკანოიძე - „ეფესებეს“ აგენტს მხოლოდ რუსული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებისას დაბრკოლება ექნებოდა, საქართველოს კი უვიზო რეჟიმი აქვს

ფარცხალაძეს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა - ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მას არ დასჯის და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც აქვს პრეზიდენტს, იყო მოქალაქეობის წართმევა, - ამის შესახებ პარლამენტში „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ფარცხალაძის მოქალაქეობის თაობაზე.

ამასთან, დეკანოიძის ინფორმაციით, ფარცხალაძემ ბანკებიდან დიდი ოდენობის ფულის გამოტანა უკვე მოასწრო.

„ვეთანხმები პრეზიდენტს იმ შეფასებაში, რომ სებ- ის ეს გადაწყვეტილება არის რუსული გადაწყვეტილება და ის „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს აძლევს საშუალებას, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად თავი აარიდოს სანქციებს და გამოიტანოს ძალიან დიდი რაოდენობით ფული. ჩემი ინფორმაციით, ასეთი ფული გამოტანილია.

რაც შეეხება პრეზიდენტის არგუმენტს, რომ ქალბატონი ყეინიშვილის და მეორე კანდიდატის წარდგენა მოხდა მხოლოდ ლუსტრაციისთვის, ამას ვერ გავიზიარებ. იყო მცირე შანსი ან საერთოდ არ წარდგენილიყვნენ მსგავსი კანდიდატები ან გამოსულიყო ქალბატონი პრეზიდენტი თურნავას გადაწყვეტილებამდე და ეთქვა, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის. ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. მისი არგუმენტი ვფიქრობ, საკმაოდ სუსტია, რადგან „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ძალიან დიდი ხანია დასრულებულია.

ასევე, ჩემი მოსაზრებაა და ამ ნაწილში მე გავაკრიტიკებ პრეზიდენტს, რომ „ეფესებეს“ აგენტს, რომელსაც ექნებოდა მხოლოდ რუსული პასპორტი, დაბრკოლება შეექმნებოდა ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებისას, ხოლო ქართული პასპორტით არ ექმნება, ჩვენი პასპორტი სარგებლობს უვიზო რეჟიმით. ასევე ქართული პასპორტით ის სერიოზულ პრობლემას ქმნის არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ევროპულ ქვეყნებსაც, გადაადგილდება რა საქართველოს პასპორტით. ამიტომ მას ჩემი აზრით, დაუყოვნებლოვ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც გადაეფარა ფარცხალაძეს, მას არ დასჯის და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც აქვს საზოგადოებას და პრეზიდენტს, იყო საქართველოს მოქალაქეობის წართმევა,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა