ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

Русский военный корабль, иди на х... - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების დახვედრა წულუკიანს

ნახვები: 550 Русский военный корабль, иди на х... - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების დახვედრა წულუკიანს

პარლამენტის პლენარული სხდომის ტრიბუნასთან, სადაც კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოდის, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პლაკატი გაშალეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლოგოსთან ერთად ჰქონდა რუსული წარწერა -Русский военный корабль, иди на х...

ტრიბუნასთან მისულ ქალ დეპუტატებს წულუკიანმა შემდეგნაირად მიმართა: „მოგესალმებით ქალბატონებო. გაშალეთ პლაკატი, მე გავაგრძელებ. მთავარია, არ დაიღალოთ“.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს დარბაზიდან გასვლისკენ მოუწოდა, შემდეგ კი მათ დარბაზი მანდატურების საშუალებით დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

შესვენების შემდეგ პაპუაშვილმა მომხდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ინციდენტი სამარცხვინოა.

„ეს სამარცხვინო ინციდენტია და ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით, ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი პარლამენტის წევრმა შეიძლება იკადროს. ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და აბსოლუტური შელახვა ადამიანის ღირსებისა. განსაკუთრებით ეს რამდენიმე ქალი დეპუტატი, ვფიქრობ, განსაკუთრებით შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევ ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი შეუძლიათ. სამწუხაროდ, კოლეგა კაცი დეპუტატები ამ ქალებს ამოფარებულები არიან და იმდენი სითამამე არ აქვთ, რომ ეს თვითონ გააკეთონ ან გვერდით დაუდგნენ, ან თუ არ ეთანხმებიან რაღაც უთხრა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეა წულუკიანმა კი მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დეპუტატებს გამძლეობა უსურვა.

„ამ დარბაზში ცოტა ხანი ვიყავი, მქონდა პატივი და მახსოვს, მაგრამ დღეს კიდევ უფრო გამძაფრებულია ვითარება და მინდა, ყველას გამძლეობა გისურვოთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა