რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence

მედია - ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ, არიან დაშავებულები - მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს

ნახვები: 538 მედია - ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ, არიან დაშავებულები - მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს

ერევანში, მთავრობის შენობასთან ვითარება დაძაბულია, მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, შენობაში შეჭრას ცდილობენ.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი - ჰოსპიტალიზებულია.

სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს „ნებისმიერი ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომელიც შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს.

ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთში დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმ გარე და შიდა ძალებს, რომლებიც ქვეყნის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ, არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას და სომხეთმა, ესკალაციის ფონზე, „არ უნდა გადადგას გაუთვლელი, მკვეთრი და ავანტიურისტული ნაბიჯები“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა