ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - გაყინული ომი არ არის მშვიდობა - ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მიწების დეოკუპაცია

ნახვები: 533 ვოლოდიმირ ზელენსკი - გაყინული ომი არ არის მშვიდობა - ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მიწების დეოკუპაცია

ჩვენ გვჭირდება კონტრშეტევის შედეგები. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწები და მოვახდინოთ ჩვენი მიწების დეოკუპაცია. ეს არ ეხება მხოლოდ მიწებს, ეს ეხება ადამიანებსაც, რადგან გაყინული ომი არ არის მშვიდობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კონტრშეტევის წარმატებისთვის და ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, არტილერია და ჭურვები.

„ყველა საუბრობს ATACMS -ზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა საუბრობს მოიერიშე თვითმფრინავებზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს გადაწყვეტილებას შორ მანძილზე მოქმედი ATACMS სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

„იმედი მაქვს, პრეზიდენტ ბაიდენს ვესაუბრები. მისი აზრი და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მას შეუძლია ამ ომის შეცვლა, როგორც მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა HIMARS-ებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ჯო ბაიდენთან ამ თემაზე მისი პირველი მოლაპარაკება არ არის.

„წინ მივდივართ. იმედია, მათ შემოდგომაზე მივიღებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევჩერდეთ ამ კონტრშეტევაში. ამიტომ მე ისინი ძალიან მჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა