აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

გურამ მაჭარაშვილი - ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის, მას სანქციები არ აინტერესებს, რადგან სასწორზე საქართველოს ბედი დგას

ნახვები: 551 გურამ მაჭარაშვილი - ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის, მას სანქციები არ აინტერესებს, რადგან სასწორზე საქართველოს ბედი დგას

ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის. იმ ადამიანის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ვინც საკუთარ რესურსებს თავისი ქვეყნისთვის გადადებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ხალხის თვალში ნდობას ვერასოდეს დაიმსახურებს.

„რადიკალურ ოპოზიციას მეთოდები დაუძველდა. საკუთარი ფულის დაცვა ყველას აინტერესებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები არ აინტერესებს, რადგან სასწორზე დგას საქართველოს ბედი და ამ ადამიანმა ყოველთვის საქართველოს სასარგებლოდ გადაწონა და არა პირადი სახსრების. ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ საქართველოს უახლესი ისტორია არ იციან – იმ ადამიანის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ვინც საკუთარ რესურსებს თავისი ქვეყნისთვის გადადებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ. ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ხალხის თვალში ნდობას ვერასოდეს დაიმსახურებს. „ნაცების“ ერთ-ერთმა ანასხლეტმა რაც გააკეთა, როცა სავარძელი გამოიტანეს, უკვე სასაცილოც აღარ არის. ბოლოს „ნაცმოძრაობაში“ სავარძელი დარჩა, რომელიც გასაყიდად გამოიტანეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა