ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შეუქცევადი ხასიათი მიეცა, ამაზე გარკვეული რეაგირება იყო საჭირო და ჩვენ ავირჩიეთ იმპიჩმენტის გზა

ნახვები: 534 ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შეუქცევადი ხასიათი მიეცა, ამაზე გარკვეული რეაგირება იყო საჭირო და ჩვენ ავირჩიეთ იმპიჩმენტის გზა

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევას შეუქცევადი ხასიათი მიეცა, სწორედ აქედან გამომდინარე, ამაზე გარკვეული რეაგირება იყო საჭირო და ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის გაწერილი, ეს არის იმპიჩმენტის გზა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ 100 ხმა არ აქვს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ალბათობა რომ პარლამენტშიო იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მივიდეს, დაბალია.

„ერთი მიზანი მაინც იქნება მიღწეული, მათ შორის, სამართლის დონეზე იქნება აღიარებული, რომ პრეზიდენტი, რომელიც თავად უნდა იყოს, პირველ რიგში, კონსტიტუციის დაცვის უპირველესი გარანტი, უხეშად არღვევს კონსტიტუციას. საბოლოო ჯამში, გამოაშკარავდება, რომ ხდება გარკვეულად დაუსრულებელი სპეკულაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და პრეზიდენტი არის ამ რადიკალური დღის წესრიგის თანამონაწილე. საზოგადოება არ შეიძლება, დაბნეულობაში იმყოფებოდეს. როდესაც კონსტიტუცია მკაფიოდ, ცალსახად განმარტავს, ვინ ახორციელებს ქვეყნის შიგნით და გარეთ სახელმწიფო პოლიტიკას და ამ დროს ამას უგულებელყოფს პრეზიდენტი, ეს ქმნის დაბნეულობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. კონსტიტუციის დარღვევა არის ყოვლად მიუღებელი, კონსტიტუციის დაცვა ყველას ვალდებულებაა, პირველ რიგში, პრეზიდენტისა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა